Wednesday, February 13, 2013


კულტურა                


პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ-დე-ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორიკონსერვატორია — დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.
პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ვიქტორ ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა.
საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, ”მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა.
დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ”ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომჲუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.






განათლება და მეცნიერება



 

საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო . პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
 პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი ლუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის







რელიგია


მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).

ისტორია




პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი,ტაძრები,თეატრები და ამფითეატრებიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.
ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის1-ის სამეფოს დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო.

Thursday, February 7, 2013


პარიზი–საფრამნგეთის დედაქალაქია,ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ–დე–ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია.. დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.


პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum,, რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს