საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო . პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი ლუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.
No comments:
Post a Comment